ხელოვნური ინტელექტი (AI) ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო პოპულარული და გამოყენებადი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აპლიკაციები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას იყენებენ, საგრძნობლად ცვლიან ჩვენი მუშაობის, სწავლების და გართობის გამოცდილებებს.
ამ სტატიაში, გთავაზობთ სხვადასხვა საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციას.
1. MidJourney
MidJourney არის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია, რომელიც გთავაზობთ უნიკალური სურათების გენერაციას ტექსტის აღწერის მიხედვით. ეს აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნის აბსტრაქტულ და შემოქმედებით სურათებს.
დიზაინერები, მარკეტერები და კრეატიული პროფესიონალები ხშირად იყენებენ MidJourney-ის უნიკალური ვიზუალის შესაქმნელად. მას აქვს შესაძლებლობა, რომ მარტივად დააგენერიროს სურათები სხვადასხვა თემებზე.
2. Cursor
Cursor არის ინტელექტუალური კოდირების პლატფორმა, რომელიც ავტომატურად ეხმარება დეველოპერებს კოდის გენერირებაში და დებაგინგში. Cursor AI მუშაობს როგორც კოდერის თანაშემწე და კარგი ვარიანტია AI-ის დეველოპმენტში გამოყენებისთვის.
ეს აპლიკაცია შეიქმნა იმისთვის, რომ დეველოპერებს დაეხმაროს საქმიანობაში და ასევე, ძალიან კარგია მათთვის, ვისაც სურს კოდინგის სწავლა.
3. Claude
Claude არის AI ჩატი. ამ პლატფორმის დახმარებით ძალიან მარტივია სხვადასხვა ტიპის ტექსტის დაგეენრირება. მარკეტერები და კონტენტის შემქმნელები ამ აპლიკაციით ხშირად ქმნიან სტატიებს, ბლოგებს.
ასევე, მას გააჩნია API, რომლის დახმარებითაც უფრო მეტი რამის გაკეტებაა შესაძლებელი. თქვენ შეძლებთ ააწყოთ აპლიკაციები, საუკეთესოა პროცესების ავტომატიზაციისთვის და ა.შ.
4. Perplexity
Perplexity არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს უფრო გასაგებად, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ინფორმაცია. ამ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის დახმარებით, შეგიძლიათ მოიძიოთ სხვადასხვა ინფორმაცია მარტივად.
რაც მას უფრო სასარგებლოს ხდის, რომ მოძიებული ონფორმაციაზე მიიღებთ სხვადასხვა წყაროს, რაც ინფორმაციას უფრო სანდოს ხდის.
5. FeedHive
FeedHive არის AI აპლიკაცია, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სოციალური მედიის ოპტიმიზაციისთვის. ეს აპლიკაცია ანალიზს უკეთებს ტენდენციებს და გთავაზობთ რეკომენდაციებს.
FeedHive-ის დახმარებით შესაძლებელია მარკეტინგული კამპანიების მართვა და გეგმის ჩამოყალიბება, რაც იძლევა მყისიერ შედეგებს. პლატფორმა გაძლევთ საშუალებას იპოვოთ ყველაზე ტრენდული თემები და დაამუშაოთ სოციალურ მედია კონტენტი.